ჩვენ შესახებ
Tabakro არის თბილისში დაფუძნებული კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია მაღალხარისხიანი შესაფუთი მასალების იმპორტსა და მიწოდებაში საქართველოს მასშტაბით — ქარხნებისთვის, რესტორნებისთვის და საცალო ობიექტებისთვის.
მასალებს ვამარაგებთ სანდო საერთაშორისო მწარმოებლებისგან, რათა შევთავაზოთ ოპტიმალური ბალანსი ხარისხს, გამძლეობასა და ხელმისაწვდომ ფასს შორის.
Tabakro-ში გვჯერა, რომ კარგი შეფუთვა არამხოლოდ იცავს პროდუქტს, არამედ ქმნის ნდობას, გამოხატავს ხარისხს და აძლიერებს ბრენდის იმიჯს. ამიტომ ჩვენი გუნდი მზადაა უზრუნველყოს მოქნილი გადაწყვეტილებები, დროული მიწოდება და მუდმივი მხარდაჭერა თითოეული პარტნიორისთვის.



ჩვენი ისტორია
მე ვარ გიორგი ტაბაღუა, Tabakro-ს დამფუძნებელი.
განათლება მივიღე დიდ ბრიტანეთში, დედოფლის უნივერსიტეტში (Queen’s University Belfast), სადაც დავამთავრე აქტუარული მეცნიერება უმაღლესი შედეგებით.
3 წელი ვმუშაობდი ირლანდიაში მიწვევით, როგორც აქტუარი და ბიზნესის რისკების ანალიტიკოსმა.
სამუშაო გამოცდილების პარალელურად, ხშირად ვსტუმრობდი სხვადასხვა ევროპულ ქარხნებს და უშუალოდ ვეცნობოდი მსოფლიო ბაზარზე შეფუთვისა და ეტიკეტების სტანდარტებს.
ამ გამოცდილებამ მაჩვენა, რომ საქართველოში საჭიროა კომპანია, რომელიც მომხმარებელს შესთავაზებს სანდო, თანამედროვე, ეკოლოგიურ და ეკომომიურ შეფუთვებს — საერთაშორისო ხარისხით.
ამიტომაც დავაარსე Tabakro — მიზნად დავისახე, რომ ის გახდეს საქართველოს ნომერ პირველი კომპანია ეტიკეტებისა და შეფუთვის მასალების მიწოდებაში, რომელიც მუდმივად ეძებს ახალ ინოვაციებს და მონაწილეობს საერთაშორისო გამოფენებში, რათა ქართულ ბაზარზე ყოველთვის მოიტანოს უახლესი და ყველაზე ეფექტური შეფუთვის მეთოდები.


ჩვენი კლიენტები


